Sunday, November 3, 2013


           2013-2014  სასწავლო  წლის 5 მაისს  სსიპ  გორის   მე-3 საჯარო  სკოლის  ბაზაზე  შეიქმნა     მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების  ჯგუფი.




        მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები:

  1.   ნინო აბაზაშვილი - დირექტორის მოადგილე
  2.  ლელა ზერეკიძე - ისტორიის პედაგოგი
  3.  ეკა აბუაშვილი - სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი
  4.    ლია დათაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
  5. ინგა ალავერდაშვილი - ბუნებისმეტყველების პედაგოგი
  6. თამარ ახალბედაშვილი - დაწყებითი კლასების პედაგოგი
  7. ანა ბურძენიძე - მათემატიკის პედაგოგი
          

        პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქციები და მოვალეობები.

  1.      კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

  •    სკოლის კულტურის ტიპების,მათი დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის
  •  სკოლის კულტურის დიაგნოსტირება (ტრენინგებზე მიღებული საკითხავი მასალის მიხედვით).
  •  თანამშრომლობითი კულტურის  დამკვიდრების გზებისა  და საშუალებების გაცნობა კოლეგებისათვის (თანამშრომლობის ფორმების შესახებ სატრენინგო მასალა).
  •    ერთობლივი პროექტები.   
    2.      განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის.
  •   განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი (მაგ: ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში,პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსია და სხვ.)
  •   ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
   3.       საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
  •   ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.
  •  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსება და მათი შედარებითი ანალიზი.
  •   პროფესიული საჭიროებების დადგენა (კითხვარის გამოყენებით) და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგვმა.
  4.        სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტაციები.   
  •   ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
  •    რეკომენდაციების შემუშავება.
  5.       ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში.
  •     საგნების მიხედვით მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზის ინიცირება/არსებული ანალიზის გამოყენება პრობლემის იდენტიფიცირებისათვის.
  •   პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება
  •   კვლევები.
   6.       საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა.
  •  ინფორმაციის მოძიება არსებული ტრენინგპროგრამისშესახებ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები) და ამ ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
  •  საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
  •    ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.
   7.      პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობის პერიოდული ანგარიშები კოლეგების წინაშე
  •  ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
  •   უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი.
   8.      შეხვედრების მოწყობა მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან - მათი ჩართვა განვითარების პროცესში
  •     შეხვედრები სამეურვეო საბჭოსთან,მშობელთა ჯგუფებთან (მაგ: პრო
    ბლემური კლასების,შესაძლებელია კვლევაში მათი ფოკუს-ჯგუფებად გამოყენება).
  •     სკოლის/ჯგუფის ბიულეტენის მომზადება.