2013-2014 სასწავლო წლის 5 მაისს სსიპ გორის მე-3 საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის
წევრები:
- ნინო აბაზაშვილი - დირექტორის მოადგილე
- ლელა ზერეკიძე - ისტორიის პედაგოგი
- ეკა აბუაშვილი - სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი
- ლია დათაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
- ინგა ალავერდაშვილი - ბუნებისმეტყველების პედაგოგი
- თამარ ახალბედაშვილი - დაწყებითი კლასების პედაგოგი
- ანა ბურძენიძე - მათემატიკის პედაგოგი
პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქციები და მოვალეობები.
- კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
- სკოლის კულტურის ტიპების,მათი დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის
- სკოლის კულტურის დიაგნოსტირება (ტრენინგებზე მიღებული საკითხავი მასალის მიხედვით).
- თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრების გზებისა და საშუალებების გაცნობა კოლეგებისათვის (თანამშრომლობის ფორმების შესახებ სატრენინგო მასალა).
- ერთობლივი პროექტები.
- განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი (მაგ: ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში,პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსია და სხვ.)
- ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
- ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.
- თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსება და მათი შედარებითი ანალიზი.
- პროფესიული საჭიროებების დადგენა (კითხვარის გამოყენებით) და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგვმა.
- ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
- რეკომენდაციების შემუშავება.
- საგნების მიხედვით მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზის ინიცირება/არსებული ანალიზის გამოყენება პრობლემის იდენტიფიცირებისათვის.
- პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება
- კვლევები.
- ინფორმაციის მოძიება არსებული ტრენინგპროგრამისშესახებ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები) და ამ ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
- საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
- ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.
- ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
- უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი.
- შეხვედრები
სამეურვეო საბჭოსთან,მშობელთა ჯგუფებთან (მაგ: პრო
- სკოლის/ჯგუფის ბიულეტენის მომზადება.